fbpx
პოზიტივისაზოგადოება

პალეო ფალირო: კაფე, სადაც აუტიზმით დაავადებული ადამიანები მუშაობენ

პალეო ფალიროს ელიტარულ რეგიონში უამრავი კაფეტერიაა, სადაც პროდუქტის მრავალფეროვანი არჩევანია. თუმცა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია, არა იმიტომ, რომ აქ არაჩვეულებრივი და მყუდრო გარემოა, არამედ ადამიანების გამო, რომლებიც აქ მუშაობენ.

ფაქტია, რომ კაფეტერია “Παντοκαφενές” განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებს სოციალიზაციაში ეხმარება. დაწესებულებაში დასაქმებულია 7 აუტიზმით დაავადებული, გონებაჩამორჩენილობის ან სხვა ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანი. თუ ჩვენი მკითხველი ამ რეგიონში ცხოვრობს, შეუძლია ყავისთვის ამ არაჩვეულებრივ კაფეს ესტუმროს, მათი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის.

სხვათა შორის, ეს ერთადერთი განსაკუთრებული კაფე არ არის ათენში. პირველი ასეთი კაფე ნეო ირაკლიოში გაიხსნა.

თუ ვინმეს სურს, რომ “Παντοκαφενές”-ს ესტუმროს, ის მეცოვუსა და პიკროდაფნის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარეობს. თუ წინასწარ რაიმე განსაკუთრებულის დაგეგმვა გსურთ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ აქ: sin.ergazomai@gmail.com

onalem

ტესტ