fbpx
კრიმინალისაბერძნეთიტერორიზმი

პალეო ფალიროში საბერძნეთის პოლიციის მანქანა გაიტაცეს

უპრეცენდენტო ფიასკო – საბერძნეთის პოლიციის ოფიცერი საკუთარ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც მას ორი უცნობი მიუახლოვდა, მანქანა გააჩერეს, პოლიციელი იქიდან იარაღის მუქარით გადმოაგდეს, ტელეფონი წაართვეს და მისი მანქანითვე გაუჩინარდნენ.

ინციდენტი გუშინ, შუაღამით, პალეო ფალიროში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, დამნაშავეებმა არც კი იცოდნენ, რომ საქმე პოლიციელთან ჰქონდათ.

ამჟამად საბერძნეთის პოლიცია აწარმოებს გამოძიებას, რომლის მიზანია, დადგინდეს დამნაშავეთა და გატაცებული მაქანის ადგილმდებარეობა.

onalem

ტესტ