fbpx
საზოგადოება

ორშაბათიდან საბერძნეთში ცუდი ამინდის ახალი ტალღაა მოსალოდნელი!

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ხვალიდან საბერძნეთში ცუდი ამინდის ახალი ტალღა გველის, რომელიც მოიტანს წვიმას, ქარსა და თოვლს მთიან რეგიონებში.

სინოპტიკოსთა პროგნოზით, დღეს წვიმა მოსალოდნელია ძირითადად კრეტაზე, კიკლადესის კუნძულებზე, დოდეკანესსა და ეგეოსის ჩრდილოეთით.

ატიკის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, რასაც ჩრდილოეთიდან მონაბერი ქარები გამოიწვევს. ტემპერატურა 4-დან 8 გრადუსამდე იმეყევებს.

რაც შეეხება თესალონიკს, ღრუბლიანობა მოიმატებს შუადღის საათებიდან, მთიან ტერიტორიებზე მოსალოდნელია მცირე თოვა. ტემპერატურა 1-დან 6 გრადუსამდე იმერყევებს.

ორშაბათიდან კი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია პერიოდული წვიმები და მოღრუბლულობა. იქროლებს ქარი 4-დან 7 ბალამდე სიძლიერის, ტემპერატურა მნიშვნელოვნად არ შეიცვლება, ხმოლოდ პერიოდულად ითოვებს ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში, დილის საათებში.

onalem

ტესტ