fbpx
საზოგადოება

ორშაბათიდან დიდი ფასდაკლებების “პრემიერა” საბერძნეთში!

ორშაბათიდან იწყება პერიოდი, რომელსაც ყველა მოუთმენლად ელის. 14 იანვრიდან საბერძნეთში ზამთრის დიდი ფასდაკლებების “პრემიერა” შედგება. თქვენ შეგეძლებათ შეიძინოთ სასურველი ნივთები ყველაზე ხელსაყრელ ფასად ( -60%-დან ზემოთ).

ფასდაკლებები თვენახევრის მანძილზე იმოქმედებს და 28 თებერვალს დასრულდება.

ათენის სავაჭრო ასოციაცია ამ პერიოდზე განსაკუთრებულ იმედებს ამყარებს. ვარაუდობენ, რომ შემოსავალი დიდი იქნება.

მათი განმარტებით, მაღაზიებს, როგორც ყოველთვის, ახლაც მოეთხოვებათ, რომ ახალ ფასთან ერთად ძველიც მიუთითონ. მომხმარებლისთვის გასაგები უნდა იყოს, თუ რამდენით ნაკლებს იხდის კონკრეტულ პროდუქტში.

მომხმარებლებს მაღაზიების სტუმრობა 20 იანვარს, კვირა დღესაც შეუძლიათ, რადგან ფასდაკლებების პერიოდში ისინი 11:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებენ.

რაც შეეხება ორშაბათს, 21 იანვარს, ასოციაცია აცხადებს, რომ სავაჭრო დაწესებულებებს შეუძლიათ მუშაობა დაიწყონ შუადღის საათებში და არა დილის, 09:00 საათზე.

onalem

ტესტ