fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ომონიის ლომბარდის ხელმძღვანელობა ქართველ კლიენტებს მიმართავს

რამდენიმე ხნის წინ გავავრცელეთ ინფორმაცია, რომ ომონიაზე მდებარე ერთ-ერთ ლომბარდი, რომლითაც უამრავი ქართველი ემიგრანტი სარგებლობს, არ იძლეოდა საშუალებას მომხმარებელს საკუთარი ნივთები გაეტანა. ხელმძღვანელობის განცხადებით, ჩაბარებული ძვირფასეულობა საბერძნეთის პოლიციის განყოფილებაში იდო.

აღნიშნული ინფორმაცია მოგვიანებით დადასტურდა და მართლაც, გარკვეული ფორმალობების გამო ლომბარდში არსებული ნივთები პოლიციას ჰქონდა წაღებული.

ამ დროისთვის ხელმძღვანელობა ახალ ცნობებს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიება პრობლემების გარეშე დასრულდა. კონკრეტულ ლომბარდში არ აღმოჩნდა არანაირი კანონდარღვევა და საქმე გადაეცემა პროკურატურას, სადაც უკვე ოფიციალურად დადასტურდება, რომ მუშაობა მიმდინარეობს კანონის ფარგლებში.

ქართველი მომხმარებლები შეძლებენ კუთვნილი ნივთები დაიბრუნონ მარტის თვის განმავლობაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ მითითებულ ნომერზე ან მიაკითხეთ ლომბარდს ადგილზე:

onalem

ტესტ