fbpx
ემიგრაციაკრიმინალი

“ოჯახში, სადაც მუშაობდა, კვირას საღამოს არ დაბრუნდა და შემდეგ მოიკითხეს”- იტალიაში ემიგრანტი ქალი გარდაცვლილი იპოვეს

იტალიის ქალაქ ნეაპოლში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2. როგორც ცნობილია, ის მხატვარი იყო და შეკვეთებს საბერძნეთიდანაც იღებდა, პარალელურად კი ოჯახში მუშაობდა.

ქალი სამდღიანი ძებნის შემდეგ მეგობრის სახლში იპოვეს გარდაცვლილი. ცხედარს წამების კვალი ემჩნევა. მას დაზიანებები აქვს ხელებისა და კისრის არეში.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქემ მოკლა.

გარდაცვლილის ახლობლების განცხადებით, ქალი ჯერ აწამეს და შემდეგ მოკლეს. მან, სავარაუდოდ, მკვლელის სახლში ნახატი მიიტანა, დაკარგულია თანხა და საბუთები.

“ქალი იყო ნაწამები და დაზიანებები ჰქონდა ტანზე და ხელებზე. ის ქალი მუშაობდა ერთ-ერთ ოჯახში და კვირა საღამოს რომ არ დაბრუნდა, ოჯახმა მოიკითხა. ნეაპოლში არ ცხოვრობდა, სტუმრად იყო მისული, ვისთვისაც ნახატი უნდა მიეტანა. ვისთანაც სტუმრად იყო, ისაა ეჭვმიტანილი”, – აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი.

იტალიაში მცხოვრები ქართველების ინფორმაციით, სავარაუდოდ, მკვლელმა იტალია უკვე დატოვა და ის საქართველოშია.

 

წყარო: sputnik-georgia.com

onalem

ტესტ