fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ოფიციალური განცხდება: როდის დაიხურება მეტროში ბარიერები

ტრანსპორტის მინისტრი ხრისტოს სპირძისი მეტროსადგურებში ბარიერების დაკეტვასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ტელეკომპანია ERT-ზე ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ახალი სისტემა ათენის მოსახლეობამ უკვე კარგად გაითავისა, ამიტომ ბარიერები თითოეულ სადგურში თებერვლის ბოლომდე დაიკეტება. აქამდე კი იანვრის ბოლო რიცხვები იყო ნავარაუდები.

ამ პროცესის გადადება ძირითადად იმ სეგმენტს უკავშირდება, რომლისთვისაც გარკვეული შეღავათებია განკუთვნილი. ესენი არიან უმუშევრები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ა.შ. მათ ნახევარფასიანი ბილეთის შეძენა შეუძლიათ.

ამ ყველაფრის განსაზღვრა 15 თებერვალს დასრულდება, ბარიერები კი თვის ბოლოსთვის უკვე დაკეტილი იქნება და მეტროში ჩასვლა მხოლოდ ელექტრონული ბილეთებისა და ბარათების საშუალებით იქნება შესაძლებელი.

onalem

ტესტ