fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი 5,500 უმუშევრის დასაქმებას იწყებს – ხელფასი 990 ევროდან 1, 040 ევრომდე

ახალი პროგრამა, რომლის მიხედვითაც 5,500 უმუშევარი ადამიანის საჯარო დაწესებულებებში დასაქმება უნდა მოხდეს, რამდენიმე დღეში დაიწყება. აღსანიშნავია, რომ მათი უმრავლესობა ახალგაზრდაა.

პროგრამის უმთავრესი მიზანი საბერძნეთის ტექნოლოგიური და მეცნიერების უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა საზღვარგარეთ გადინების შეჩერებაა.

დასაქმების ხანგრძლივობა 12 თვეზეა განსაზღვრული. რაც შეეხება ანაზღაურებას, ის განათლების დონის მიხედვით 990 ევროდან 1,040 ევრომდე მერყეობს. პროგრამა დამატებით ხელფასს ითვალისწინებს მათთვის, ვისაც მაგისტრატურა ან დოქტორანტურა აქვთ დამთავრებული.

ინტერვიუში, რომელშიც საჯარო სექტორში დასაქმების პროგრამაზეა საუბარი, შრომის მინისტრის მოადგილე, ნასოს ილოპულოს ამბობს, რომ სულ რაღაც 5 დღეში 5,500 ახალგაზრდა მეცნიერისთვის ვაკანსიები გამოცხადდება. პროგრამის მიზანი კრიტიკული საჯარო სექტორის განახლებაა, რასაც ახალგაზრდების დასაქმებით და მათთვის დამაკმაყოფილებელი ანაზღაურების შეთავაზებით ვგეგმავთ.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა სამომავლო ღონისძიებებს, რომელთა ნაწილი უკვე დაწყებულია. საუბარია სამხედროების, ექიმებისა და იურისტებისთვის გადასახადების დაბრუნებაზე და ასევე, კანონპროექტის წარდგენაზე პარლამენტში, რომლის მიხედვით გადასახადები შეუმცირდება 250,000 თვითდასაქმებულ ადამიანს. მან აღნიშნა, რომ ახალი მონაცემებით, 80%-ზე მეტი თვითდასაქმებული და ფერმერი, წინა პერიოდთან შედარებით, ანალოგიურ ან შემცირებულ გადასახადებს იხდის.

რაც შეეხება უმუშევრობას, ილოპულოსმა აღნიშნა, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში 300,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა კერძო სექტორში, რომელთაგან 70% სრულ განაკვეთზეა. მან დააზუსტა, რომ ოთხი წლის განმავლობაში, 2014-2018 წლებში, სამუშაო ადგილებმა 400,000 გადააჭარბა და ხაზი გაუსვა, რომ უმუშევრობა ყოველწლიურად 2%-ით მცირდება.

 

onalem

ტესტ