fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: Novartis სკანდალი და “ახალი დემოკრატიის” ახალი თავსატეხი

გასული კვირიდან დააკვირდებოდით რომ ბერძნული მედია დეტალურად აშუქებს Novartis სკანდალს და მოქმედი ხელისუფლება თითს პოლიტიკური პარტია “ახალი დემოკრატიისკენ” იშვერს.

მოდით ვნახოთ რა სკანდალია ეს:

Novartis მსხვილი შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანიაა რომელიც საბერძნეთში ფუნქციონირებს. სანამ მმართველი პოლიტიკური პარტია შეიცვლებოდა და სირიზა მოვიდოდა მთავრობაში, აღნიშნული ფარმაცევტული კომპანია “საუკეთესო პირობებში” ყიდდა მის პროდუქტს, წამლებს, საბერძნეთის მოსახლეობაში.

სიტუაცია ასეთია: არა მარტო საბერძნეთში, არამედ ყველა იმ ქვეყანაში სადაც აღნიშნული კომპანია შევიდა, დაიწყო ექიმების, პოლიტიკური ლიდერების, მინისტრებისა და მაღალი რანგის ადამიანების ფულით მოსყიდვა რათა შემდეგ, მათ კომპანიისთვის საუკეთესო პირობები შეექმნათ.

სასამართლოს დადასტურებული ინფორმაციით, კომპანიამ თითქმის 4.000-ზე მეტი ბერძენი ექიმი მოისყიდა რათა მათი პაციენტებისთვის კომპანიის წამლები გამოეწერა. აქ არა მარტო ექიმებზეა საუბარი, არამედ მთელ იმ პოლიტიკურ ელიტაზე, რომელიც სირიზას წინ ლიდერობდა. ანუ “ახალი დემოკრატიისა” და “პასოკის” წევრები.

პოლიტიკოსები რომლებიც გახვეულნი არიან ამ სკანდალში არიან: ანტონის სამარას, პანაიოტის პიკრამენოს, იანის სტურნარას, დიმიტრის ავრამოპულოს, ადონის გეორგიადის, ევანგელოს ვენიზელოს, ანდრეას ლიკურენძოს, მარიოს სალმას, ანდრეას ლოვერდოს და გიორგოს კუტრუმანოს.

არა მარტო აღნიშნული პირები, არამედ მათი მოადგილეები და თანამშრომლები.

ოფიციალური მონაცემებით, საბერძნეთის ბიუჯეტმა მაშინდელი მინისტრებისა და პრემიერის ჩუმი გარიგეგების გამო  23 მილიარდი ევრო დაკარგა.

საერთო ჯამში, ჩანს რომ ფარმაცეპტულმა კომპანიამ 50 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა რათა ეს ადამიანები მოესყიდა.

პროცესში ჩართულნი არიან საბერძნეთის უზენაესი სასამართო და ამერიკული გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI).