fbpx
საზოგადოება

ნეა სმირნი: 22 წლის გოგონამ საკუთარი შვილი გაჩენისთანავე გადააგდო

მან აბაზანაში იმშობიარა, ჭიპლარი თავად გადაიჭრა და ახალდაბადებული ბავშვი ღია ცის ქვეშ დატოვა.

22 წლის გოგონამ პოლიციას შოკისმომგვრელი ჩვენებები მისცა. ბევრი კითხვა ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია.

გავრცელებული ინფორმაციით, TEI-ის 22 წლის სტუდენტს არასასურველი ორსულობა ჰქონდა. ის ამ ამბავს ყველას უმალავდა, თავად ბავშვის მამასაც კი. პარასკევს ღამით მან სახლის აბაზანაში ჯანმრთელი ბიჭუნა გააჩინა, რომელიც 3,5 კგ-ს იწონიდა.

მისი თქმით, ამ დროს პანიკაში იყო და არაფერი ესმოდა. გოგონამ მაკრატელი აიღო და ჭიპლარი გადაჭრა, შემდეგ ჩვილი ზეწრებში გაახვია და გარეთ გადააგდო.

პოლიციამ შემთხვევის ადგილი შეისწავლა და დაკითხა შენობის ყველა მაცხოვრებელი, თუმცა, ჩვილის დედის კვალზე დნმ-ის აღმოჩენის შემდეგ გავიდნენ.

ახლა 22 წლის გოგონა გინეკოლოგიურ კლინიკაში იმყოფება, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, მისი დაპატიმრების ორდერი გაიცემა და მას პროკურორის წინაშე წარდგომა მოუწევს.

ექსპერტებმა, რომლებმაც ახალშობილის გვამი შეისწავლეს, განაცხადეს, რომ ბიჭი სრულიად ჯანმრთელი დაიბადა და საკვების და მოვლის უქონლობისა და ჭიპლარის მდგომარეობის გამო 12-20 საათის შემდეგ გარდაიცვალა.

როგორც პოლიციის საშუალებით გახდა ცნობილი, როცა გოგონამ ორსულობის შესახებ შეიტყო, მან ამ ამბის ყველასგან დამალვა გადაწყვიტა. მას ამაში წონაც ხელს უწყობდა და დედამაც კი, რომელიც ამავე სახლში ცხოვრობს, ვერაფერი შენიშნა.

სტუდენტის თქმით, ის სრულიად ჩვეულებრივად იქცეოდა, ამიტომ ეჭვს ვერავინ შეიტანდა. მას ოჯახის წევრების რეაქციის ეშინოდა. როცა მშობიარობა დაეწყო, სახლის აბაზანაში ჩაიკეტა და ბიჭი სრულიად მარტომ გააჩინა, შემდეგ კი შვილი გადააგდო.

პოლიცია ცდილობს დაადგინოს, სიმართლეს შეესაბამება თუ არა მის მიერ მიცემული ჩვენება.

onalem

ტესტ