fbpx
საზოგადოება

ნავპლიო: საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში ბოშამ ექიმი სცემა

ნავპლიოს საავადმყოფოსთან თავად ბოშებს შორის კონფლიქტი გუშინ საღამოს დაფიქსირდა.

ბოშებს შორის ჩხუბის შემდეგ, ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში დაახლოებით 19:45 საათზე შეიყვანეს, სადაც სრულიად გაურკვეველი მიზეზების გამო, ის ექიმს თავს დაესხა და ცემა დაუწყო. ისინი ამ დროს ქირურგიულ განყოფილებაში იყვნენ.

მოგვიანებით კი, საავადმყოფოში სხვა ბოშებიც მივიდნენ, ვისთანაც, სავარაუდოდ, დაშავებულს კონფლიქტი მოუვიდა და მათ შორის ახალი გარჩევები დაიწყო.

ადგილზე სასწრაფოდ მობილიზდა პოლიცია და სიტუაცია განიმუხტა.

უცნობია, თუ რა დაზიანებები მიიღო ექიმმა, რომელსაც პაციენტის დახმარება სურდა.

onalem

ტესტ