fbpx
საზოგადოება

ნავპლიო: ფერმერმა შხამიანი გველგესლა საკუთარი ხელით დაიჭირა

ნავპლიოში ფერმერმა საკუთარ სამეურნეო ტერიტორიაზე შხამიანი გველი მას შემდეგ შენიშნა, რაც მისმა ძაღლებმა უჩვეულო ყეფა დაიწყეს.

გასაოცარია, მაგრამ მამაკაცმა გველგესლას დაჭერა საკუთარი ხელით შეძლო და ტერიტორიიდან გაიყვანა. შემდეგ კი ბუნებრივ გარემოში გაუშვა.

შეგახსენებთ, რომ გველის ეს სახეობა განსაკუთრებით შხამიანია და მის ზედა ყბაზე კბილების ორი მწკრივია განლაგებული. ეს გველის სხვა სახეობებს, ჩვეულებრივ, არ ახასიათებთ.

მისი კბენის შემთხვევაში, ადამიანმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, რადგან ის დიდი რაოდენობით შხამს გამოყოფს.

 

 

 

onalem

ტესტ