fbpx
საზოგადოება

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ქალბატონი ბერძენი კატერინა კარნარუა

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ქალბატონის სტატუსი ახლა ბერძენ ქალს, 112 წლის კატერინა კარნარუს მიანიჭეს, რომელიც პელოპონისოდან არის. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, კარნარუ 1905 წლის 25 ივლისს არის დაბადებული და ამ ზაფხულს უკვე 113 წელი შეუსრულდება.

ამავე ინფორმაციით, ბერძენი ქალბატონის საბუთები გინესის რეკორდების წიგნში შესატანად უკვე გაგზავნილია.

რამდენიმე ხნის წინ გარდაიცვალა იაპონელი ქალი, ნაბი ტაჯიმა, რომელიც 117 წლის იყო და მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ ადამიანად ითვლებოდა, თუმცა, ამის შემდეგ სტატუსმა ბერძენ ქალბატონზე გადაინაცვლა.

“რთული პერიოდი გამოვიარე. ჩემი მეუღლე გარდაიცალა, ჩემი შვილები ადრეულ ასაკში დაიხოცნენ. ჩემი ერთი ვაჟი მეზღვაური იყო. ის ბრიგადას ხელმძღვანელობდა.  ის ათენში ჩამოვიდა და სახლი იყიდა. სამწუხაროდ, ადრე გარდაიცვალა და ვერ გაიხარა.”

onalem

ტესტ