fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: მოსწავლის თავდასხმის გამო მასწავლებელი საავადმყოფოში მოხვდა

ინციდენტი გაკვეთილის მსვლელობისას მოხდა, როდესაც მასწავლებელი ცდილობდა მოსწავლე დაეთანხმებინა, კლასში დაბრუნებულიყო და გაკვეთილი გაეგრძელებინა. მოსწავლე კი ამ ყველაფერს აპროტესტებდა.

რეთიმნოს მე-2 სკოლაში აცხადებენ, რომ მოსწავლეს, რომელსაც მასწავლებელთან კონფლიქტი მოუვიდა, ზოგადად სიფიცხით ხასიათდება და აგრესიული ქცევები ხშირად შეუნიშნავთ. მას საკუთარი თავისა და გრძნობების კონტროლი უჭირს, განსაკუთრებით კი, სიბრაზის დროს.

როცა მასწავლებელი მას სიმშვიდისკენ მოუწოდებდა, მან უპასუხა, რომ ეს ყველაფერი უსამართლობა იყო და იმდენად გაცეცხლდა, რომ უეცრად ადგილიდან დაიძრა, მასწავლებელს თავს დაესხა და დაზიანებები მიაყენა. მასწავლებელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აღსანიშნავია ფაქტი, რომ ბიჭი შესანიშნავი მოსწავლეა, განსაკუთრებით კარგად სწავლობს ტექნიკურ საგნებს, მასწავლებლებისგან კი მუდმივად უმაღლეს შეფასებებს იმსახურებდა. თუმცა, მას სჭირდება სკოლის ფსიქოლოგის, ფსიქიატრის და სოციალური მუშაკის დახმარება, რომლების მზად არიან შესაბამისი მომსახურება გაუწიონ.

onalem

ტესტ