fbpx
საქართველო

ქუთაისის მერი: “მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს, მერიის თანამშრომელს ქრთამი არ შესთავაზოს”

“მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს, მერიის თანამშრომელს ქრთამი არ შესთავაზოს”, -ამგვარად გამოეხმაურა ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ქუთაისში საჯარო მოხელისათვის ქრთამის შეთავაზების ფაქტს. ჭიღვარიას განცხადებით, მომხდარზე სხვა შეფასებას ვერ გააკეთებს.

“რა შეფასება უნდა გავაკეთო, ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს,  მერიის თანამშრომელს ქრთამი არ შესთავაზოს”-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ “ნიუპრესთან” ფაქტის კომენტირებისას.

ქუთაისში მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსისთვის ქრთამის შეთავაზების ფაქტზე ზაურ ბაკურაძე პოლიციამ 30 იანვარს დააკავა. ბაკურაძეს სამართალდამცავი უწყება პროექტის გარეშე სამუშაოების განხორციელების მცდელობასა და ამისთვის ზედამხედველობის სამსახურის უფროს ზვიად ჯავახიასთვის 3 000 ლარის შეთავაზებას ედავება.

გამოძიება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე  339-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4- დან 7-წლამდე ვადით ითვალისწინებს.