fbpx
საზოგადოება

“მომდევნო რამდენიმე საათში მცირე თოვა ათენშიც მოსალოდნელია” – სინოპტიკოსი ტასოს არნიკოსი

ცნობილი ბერძენი მეტეოროლოგი CNN Greece-სთან საუბრისას ამბობს, რომ ფენომენი, რომელიც საბერძნეთში მძვინვარებს, თოვლის ათენის ცენტრშიც მოიტანს.

ტასოს არნიკოსის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ათენის ცაზე მზე ანათებს, დღეს საღამოდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი, რასაც მოჰყვება წვიმა და თოვლი ატიკის რეგიონში.

“თოვლს ველოდებით ათენის ურბანულ ცენტრშიც კი. ცხადია, ამას არ ექნება ისეტი სახე, როგორიც თესალონიში.”

ფენომენის შესუსტება ხვალიდან არის მოსალოდნელი. ამინდი გაუმჯობესდება, თუმცა, ტემპერატურა კვლავ დაბალი დარჩება, სეზონის შესაბამისად.

თოვა განსაკუთრებით ინტენსიური იქნება ხალკიდიკიში, მაგრამ ფენომენი ხვალ, საღამოს საათებიდან აქაც შესუსტდება.

ფოტოები თესალონიკის ცენტრიდან:

onalem

ტესტ