fbpx
საზოგადოება

მოდის ორიგინალური ჩვენება კოზანში, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა

კოზანის ცენტრალურ მოედანზე, პლატფორმის ირგვლივ, რომელიც შუაგულში იყო მოთავსებული, ასობით ადამიანი შეიკრიბა. ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ იწყებოდა ქალთა, მამაკაცთა და ბავშვთა კოსტიუმების ყველაზე ორიგინალური ჩვენება.

რა თქმა უნდა, იმ დროს, როცა ყველა ტაშს უკრავდა, საღამოს წამყვანმა გამოაცხადა, რომ თითოეული წარდგენილი სამოსი გრევენას ფელის ციხის 12 პატიმრის შემოქმედებას წარმოადგენდა.

გუბერნატორის მოადგილე, ანტონის დასკალოპულოსი, რომელიც ღონისძიების და ამ ორიგინალური საღამოს ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, გვაწვდის ინფორმაციას, რომ შეკრებილთა შორის იყვნენ პატიმრების ნათესავები და მეუღლეები თავიანთ შვილებთან ერთად, რომელთაც თავიანთი მამების შემოქმედებით ტკბობა მოისურვეს.

გრევენას საპყრობილეში სამკერვალო სწავლების პროგრამის დირექტორმა, ანასტასია პულაცოღლუმ განაცხადა, რომ გულწრფელად მისასალმებელია ამ განსაკუთრებულ მოვლენაში, ქალაქ კოზანის, როგორც ბავშვთა, ასევე ბიჭებისა და გოგონების მასიური მონაწილეობა, რომლებიც ერთი კვირა მუშაობდნენ ნებაყოფლობით და მონაწილეობას იღებდნენ ამ ღონისძიების შექმნაში.

მოედანზე, ათენის საინფორმაციო სააგენტოს კორესპონდენტის თანახმად, გაიმართა პატიმრების მიერ შექმნილი ნივთების ბაზრობა , სადაც მათი გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავალი გამიზნული იყო იმ ადამიანებისთვის, რომელთაც არ გააჩნიათ არანაირი ფინანსური შესაძლებლობა და ვერც ნათესავები ეხმარებიან.

onalem

ტესტ