fbpx
ტერორიზმი

ავსტრალიელი ტერორისტი მინიმუმ 15 დღე საბერძნეთში იმყოფებოდა

საბერძნეთის პოლიციამ ცივსისხლიანი მკვლელის, ავსტრალიელი ტერორისტის, ბრენტონ ტარანტის შესახებ ახალი დეტალები გაარკვია. ცნობილი გახდა, რომ ის ათენის საერთაშორისო აეროპორტში არა მხოლოდ გავლით იყოფებოდა, არამედ საბერძნეთში დარჩა კიდეც, თანაც რამდენიმე დღით.

გავრცელებული ინფორმაციით, ის ქვეყანაში 2016 წლის მარტში ჩამოვიდა და 15 დღის მანძილზე დარჩა.

ამასთანავე ტარანტი საბერძნეთს ნოემბერშიც ეწვია, საიდანაც პირდაპირ ბუქარესტში გაფრინდა, ხოლო დეკემბერში უკანა გზაზე, ზუსტად იგივე მიმართულებით იმგზავრა.

საბერძნეთის პოლიცია ამჟამად ცდილობს გაარკვიოს, თუ რა კონტაქტები და მიზნები ჰქონდა ტერორისტს საბერძნეთში, რომელმაც ახალ ზელანდიაში 50 ადამიანი ამოხოცა.

onalem

ტესტ