fbpx
საბერძნეთი

მიკონოსი: პრესტიჟულ უბნებში ფართები თვეში 300.000 ევროდ ქირავდება

მიკონოსის პრესტიჟულ უბნებში თითქმის ყველგან ნახავთ წარწერებს “ქირავდება”. თუკი ამ ვიწრო ქუჩებს აუყვებით, კოსმოპოლიტური კუნძულის მაღაზიებსა და სხვადასხვა ფართებს დაცარიელებულებს ნახავთ, რომლებიც პერსპექტიულ დამქირავებელს ელიან.

მიზეზი, რის გამოც მიკონოსის მატოიანი დაცარიელდა, გიჟური ფასებია, რომლებიც აქ მცირე ფართის დაქირავებაში უნდა გადაიხადოთ. მათი წლიური ბრუნვა კი, ვინც ამ ფართებს ქირაობს, ნამდვილად ვერ სწვდება გადასახადებს.

რა ფასი აქვს საშუალოდ ფართის ქირაობას მიკონოსის ვიწრო ქუჩებზე?! – შესაძლოა ფასმა 300.000 ევროს მიაღწიოს, თუმცა, საშუალოდ 5.000 ევროდ იქირავებთ. თუკი გავითვალისწინებთ სხვა ხარჯებსაც, ეს რიცხვი 10.000 ევროსაც სცდება.

არსებობს გარკვეული საჩივრებიც, რომლებიც გულისხმობს, რომ მეპატრონეების მოთხოვნები ყოველგვარ საზღვრებს სცდება. ხოლო თავად ისინი, თავის მხრივ აცხადებენ, რომ ამგვარი ფასების დაწესებას ქონებრივი გადასახადები აიძულებთ, რომელთა გადახდაც უწევთ.

onalem

ტესტ