fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

“შენი ისტორია ხვალ დასრულდება” – მიკის თეოდორაკის სახლს ვანდალები დაესხნენ თავს

მიკის თეოდორაკისს დღეს ისტორიული გამოსვლა აქვს და მისი გადაწყვეტილება არ შეცვლილა იმის მიუხედავად, რაც გუშინ მის სახლში მოხდა.

ცნობილი ბერძენი კომპოზიტორის სახლს თავს ვანდალები დაესხნენ და წითელი საღებავები ესროლეს, ამასთანავე მუქარები დაუწერეს. თუმცა, ამან კომპოზიტორის გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცა.

“რაც უნდა გააკეთონ, მიკის თეოდორაკიმ თქვა, რომ მას არ ეშინია მუქარების, რომ ცხოვრებაში საერთოდ არაფრის შეშინებია და სწორედ ამიტომ, დღეს ის იქნება სინდაღმის მოედანზე,” აცხადებენ თეოდორაკის პარტნიორები.

“მე მშვიდად ვარ და მზად ვარ!” – აცხადებს თავად კომპოზიტორი.

თეოდორაკის სახლს გუშინ 16:00 საათზე დაესხნენ თავს და დაუწერეს: “შენი ისტორია მთიდან დაიწყო და ხვალ, სინდაღმის სკვერში დასრულდება.”

onalem

ტესტ