fbpx
ემიგრაციული სიახლეები

მერი ხრონოპულუს მძიმე დღეები და ქართველი დამხმარე რომელსაც ანგელოზაც მოიხსენიებს

მერი ხრონოპულუ ცნობილი ბერძენი მსახიობია. ის დღეს 80 წელს გადაცილებული ქალბატონია და სამწუხაროდ ვერ უვლის მარტო თავის თავს.

რამოდენიმე დღის წინ მერიმ ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ ბერძნულ ტელევიზიას და ახსენა რომ ყველაზე მეტად ქართველი ქალბატონი, ლამარა ენატრება რომელიც გარდა იმისა რომ მას ყველაფერში ეხმარებოდა, მისი დაქალი და ოჯახი იყო.

15 წელია რაც ქალბატონი ლამარა მას ეხმარებოდა ყველაფერში. საბერძნეთისა და ისრაელის საავადმყოფოებში ყოველთვის გვერდით ედგა რენას და მსახიობი მას ყველაზე ძვირფას ადამიანად მოიხსენიებს.

ლამარა საქართველიშო წავიდა რადგან უკვე საბერძნეთში დაიღალა. მას მისი ოჯახი მოენატრა და ლოგიკურიცაა, თუმცა, ეს ჩემთვის დიდი დანაკარგია. ისე ვგრძნობ რომ სხეულის ნაწილი მომკვეთეს. ამბობს მერი ხრონოპულუ.

მე ვერ ვუვლი ჩემს თავს. ადამიანი მჭირდება. ლამარა მხოლოდ ჩემი დამხმარო არ იყო სახლში. ის ჩემი ანგელოზი იყო, ყოველთვის ჩემს გვერდით, როცა მტკიოდა, როცა კარგად ვიყავი, როცა გულის შეტევები მქონდა ლამარამ გამაქცია საავადმყოფოებში. რაც 15 წელი ვიცნობ, ალბათ აქედან თითქმის ნახევარი საავადმყოფოებსა და კლინიკებში გავატარეთ ერთად. ის ყოველთვის ჩემს გვერდით იყო.

ის რომ არა, მე დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი. ძალიან კარგად ვეწყობოდით..იგივე წიგნებს ვკითხულობდით, კლასიკური მუსიკა მოგვწონდა. ძალიან მომენატრება ჩვენი დიალოგები.”