fbpx
კრიმინალი

მენიდი: ”დიდი საიდუმლო”

დოკუმენტი, რომელიც ბერძნულმა მედიამ გაასაჯაროვა, საზოგადოების ჭეშმარიტი ინტერესის საგანი გახდა.

საუბარია ქაღალდზე, რომელიც ”Kathimerini”-ის ჟურნალისტების განკარგულებაშია და 2014 წლის 24 ნოემბრით თარიღდება. ის მიმართული იყო სახელმწიფოს ინფორმირებისთვის, რათა სასწრაფოდ გაემახვილებინათ ყურადღება მენიდიში არსებულ სიტუაციაზე და მიეღოთ გარკვეული ზომები.

თავისთავად, დოკუმენტში მითითებულია, რომ ათენის აღნიშნულ გარეუბანში პრობლემა დიდი ხანია არსებობს. მთავრობამ ეს ძალიან კარგად იცოდა, თუმცა, არაფერი გააკეთა მანამდე, სანამ ტრაგედია არ დატრიალდა.

აღნიშნულია ორი მთავარი თემა, რაზეც მოსახლეობა ყურადღების გამახვილებას ითხოვდა:

1) ნარკოტრეფიკინგი.

2) იარაღის უკანონო შენახვა-გამოყენება.

დაგვიანებული რეაგირების გამო, მენიდის ერთ-ერთი მაცხოვრებლის ტყვიას 11 წლის სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა. სწორედ ამ ამბის გამო მოსახლეობა არ ცხრება და განაგრძობს პროტესტის გამოხატვას, რასაც, როგორც ჩანს, დიდი ხნის წინათ აკეთებდა.

onalem

ტესტ