fbpx
კრიმინალი

მანქანამ ცენტრალურ გზატკეცილზე შლაგბაუმი გაამტვრია

კამერამ დააფიქსირა მომენტი, როდესაც დიდი სიჩქარით მოძრავმა ავტომობილმა ცენტრალურ  გზატკეცილზე არსებული შლაგბაუმი გაამტვრია.

ინციდენტი დღეს, 25 აპრილს, 10:00 საათზე მოხდა. გაურკვეველი მიზეზების გამო მანქანა, რომელიც შლაგბაუმს უახლოვდებოდა, არ შეამცირა სიჩქარე და მთელი ძალით დაეჯახა ბარიერს, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო აწეული, ავტომობილის გასატარებლად.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც მძღოლი გადაიხდის თანხას, ბარიერი ავტომატურად იხსნება მანქანისთვის.

თუმცა, აღნიშნული მანქანის მძღოლს აშკარად არ სურდა გადახდა ან სარკასტულად რომ ვთქვათ, უბრალოდ ეძინა და ვერ დაინახა ბარიერი. ყველა შემთხვევაში მისი ქმედება უცნაურია, ვინაიდან, შეჯახების შემდეგ, ის გადმოვიდა, ყურადღებით დაათვალიერა საკუთარი მანქანის დაზიანებები, ისევ ავტომობილში დაბრუნდა და გზა ისე გააგრძელა, თითქოს არაფერი მომხდარა.

შემთხვევა კამერებმა დააფიქსირეს, ექსპერტები დაადგენენ თუ ვინ არის დამნაშავე, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ვინ გადაიხდის შლაგბაუმის დაზიანების ხარჯებს.

onalem

ტესტ