fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: 51 წლის ქალს საკუთარ სახლში ორი ტყვია ესროლეს

გარდაცვლილი საფეხბურთო კლუბისა და ლოჯისტიკური კომპანიის მფლობელის ყოფილი მეუღლე იყო. ქალი საკუთარი სახლის ეზოში მოკლული იპოვეს, მას თავში ორი ტყვია ჰქონდა ნასროლი.

ჯერჯერობით პოლიცია მკვლელის კვალზე ვერ გადის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბოლოს მანდრაში მდებარე სახლიდან მეგობარ გოგონასთან ერთად გავიდა და შემდეგ ისევ დაბრუნდა.

ორი გასროლის ხმა მეზობელმა გაიგო, თუმცა, როგორც ის ამბობს, დიდი ყურადღება არ მიუქცევია.

“მეძინა, როცა სროლის ხმა გავიგე, თუმცა, ყურადღება არ მივაქციე. შემდეგ მოვიდნენ და მკვლელობის შესახებ მითხრეს. მაშინვე მისი სახლისკენ წავედი. ის სისხლში ცურავდა. თავში ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. მერე პოლიციაში დავრეკე. ძალიან ვწუხვარ, რადგან ის მშვიდი ქალი იყო, რომელიც შვილებზე ზრუნავდა. მისი შვილებიდან ერთ-ერთი მალე დაქორწინებას აპირებდა.”

გამოძიებას ატიკის დეპარტამენტი აწარმოებს.

ნათესავები და მეზობლები 51 წლის ქალის შესახებ საუბრობენ:

“ის მშვიდი ადამიანი იყო და ძალიან ბედნიერი იყო, რადგან მალე მისი ვაჟი ქორწინდებოდა. მაინტერესებს, ვინ გაბედა მისი მოკვლა. ყველა შოკში ვართ, რადგან ის ძალიან გვიყვარდა.”


 

onalem

ტესტ