fbpx
პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე მიუნხენში ალექსის ციპრასს შეხვდა

საქართველოსა და საბერძნეთის ისტორიულ კავშირებზე, მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაყვანაზე ისაუბრეს საქართველოსა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრებმა დღეს გამართულ შეხვედრაზე.

მამუკა ბახტაძისა და ალექსის ციპრასის მოლაპარაკებები მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში შედგა.

საუბრისას აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის პოლიტიკური თანამშრომლობა და ეკონომიკური კუთხით არსებული პოტენციალი, მათშორის სავაჭრო ურთიერთობების კონტექსტში.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, რასთან დაკავშირებითაც ბერძნულმა მხარემ ცალსახამხარდამჭერი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

პრემიერ-მინისტრებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე – “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”. ალექსის ციპრასმა აღნიშნა, რომ საბერძნეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა დასუვერენიტეტს და საქართველოს მთავრობის პრაგმატულ და კონსტრუქციულ მიდგომებს მიესალმება.

onalem

ტესტ