fbpx
საზოგადოება

მამაკაცმა მომავალ ცოლს საქორწინო კონტრაქტში წონის დაკლების პირობა ჩაუწერა

ასეთებიც ხდება… ქალს არანაირი პრობლემა არ ჰქონდა ხელი მოეწერა საქორწინო კონტრაქტისთვის, თუმცა, მას შემდეგ, რაც პირობებს გადახედა, სერიოზულად დაფიქრდა. მამაკაცმა ერთ-ერთ პირობად ორსულობის პერიოდში მომატებული კილოგრამების დაკლება ჩაუწერა. ეს, ფაქტობრივად, მისი ვალდებულება იქნებოდა.

ქალს, კონტრაქტის მიხედვით, ოსრულობის შემთხვევაში მომატებული კილოგრამების 1 წელში დაკლება ევალება. ეს რა თქმა უნდა, თითოეული ორსულობის დროს. ამასთანავე, ის ვერაფერს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუკი წყვილი ოდესმე განქორწინდება.

26 წლის ახალგაზრდა გაოგნებული იყო ამის წაკითხვისას და იწრმუნება, რომ კონტრაქტი თავისი 36 წლის საქმროს მამამ შეადგინა, რომელიც ადვოკატია.

მას ეჭვი ეპარება, რომ მსგავსი რამის ჩამატება საბუთში ლეგალურია და აპირებს ადვოკატს მიმართოს, რადგან ყველა, მის გარშემო, ურჩევს, რომ კონტრაქტს ხელი არ მოაწეროს.

 

onalem

ტესტ