fbpx
საზოგადოება

“მამაჩემს 80 ჭრილობა აქვს დანით მიყენებული, 30 გულის არეში” – პირეაზე მოკლული 79 წლის კაცის შვილი

“მამა უსამართლოდ წახვედი, უსამართლოდ წახვედი,” 79 წლის ბერძენი მამაკაცის შვილი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. აღმოჩნდა, რომ მამაკაცს 50 წლის უცხოელმა ქალმა დანით 80 ჭრილობა მიაყენა, 25-ზე მეტი თითოეულ ხელზე, ხოლო 30 გულის არეში.

50 წლის ჩილელი ქალი დაპატიმრებულია და დღეს დილით ციხეში გადაიყვანეს, თუმცა, კამერებთან გამოჩენის დროს სახის დაფარვას ცდილობს.

მეზობლების თქმით, ის ყოველთვის უცნაურად იქცეოდა და სოციალურ ქსელში ვულგარულ ვიდეოებს ავრცელებდა. მისი ერთ-ერთი მეგობარი აცხადებს, რომ ახსოვს, როგორ მიიპატიჟა გასული წლის ნოემბერში რამდენიმე კაცი სახლში, რომელთაც სწორედ ფეისბუქზე წერდა.

79 წლის მამაკაცი მასთან ერთად რამდენიმე ხანს ცხოვრობდა და ბოლო დღეებში სთხოვდა სახლი დაეტოვებინა, სწორედ ამიტომ გაიმეტა 50 წლის ქალმა მოხუცი მოსაკლავად.

“მინდა ეს ქალი უმკაცრესი სასჯელით დაისაჯოს,” ამბობს გარდაცვლილის ქალიშვილი.

onalem

ტესტ