fbpx
საზოგადოება

ლტოლვილები ყოფილი აეროპორტის შენობიდან გამოიყვანეს

ძველი აეროპორტის შენობასთან დილიდანვე მობილიზებული იყვნენ პოლიციის დანაყოფები. მათ ლტოლვილთა გამოყვანის ოპერაცია ჩაატარეს.

დილის 4:40 საათზე ადგილზე პოლიციის  150 თანამშრომელი მივიდა. მათ შორის იყვნენ ქალებიც.

ევაკუაციის ოპერაცია 06:00 საათზე დაიწყო და შენობასთან ამკრძალავი ლენტები გააბეს, რათა შიგნით ჟურნალისტებს არ შეეღწიათ.

პოლიციამ ელინიკოს ტერიტორიაზე სამი შენობა გადაკეტა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან დაქირავებული იყო 9 თანამშრომელი, რომლებიც ლტოლვილებს ავტობუსებში განთავსებაში დაეხმარა. მათ ნივთებს მოგვიანებით სატვირთოებით გადაიტანენ.

როგორც ცნობილია, ოჯახებს მიენიჭებათ პრიორიტეტი, ახალ სახლებში გადასასვლელად.

25 ოჯახი საცხოვრებელ ბინას ითხოვდა, ხოლო ზოგიერთი მათგანი საერთოდ უარს აცხადებდა გასმოვლაზე, რის შედეგადაც აუცილებელი გახდა მათი დაკავება და იძულებითი გამოსახლება.

გავრცელებული ინფორმაციით, 160 ლტოლვილი თივას, ინოფიტასა და დერვენის რეგიონებში განთავსდება.

onalem

ტესტ