fbpx
კრიმინალი

ლარისა: უცნობებმა, რომლებიც თავს პოლიციელებად ასაღებდნენ, 15 წლის ბიჭს სცემეს

პოლიციაში საჩივარი 15 წლის ბიჭის დედამ შეიტანა, რომელიც იტყობინება, რომ მისი შვილი გაურკვეველი პირების მხრიდან თავდასხმის მსხვერპლი გახდა. მთავარი კი ის არის, რომ ისინი პოლიციის სახელით მოქმედებენ.

კერძოდ, როგორც მოზარდი ჰყვება, ლარისას მუსიკალურ სკოლასთან, დაახლოებით 23:30 საათზე, მას ორი შენიღბული პირი მოუახლოვდა და თავი პოლიციელებად წარუდგინა. აჩვენეს პროფესიის დამადასტურებელი საბუთიც, რომელიც, სავარაუდოდ, ყალბი იყო.

შემდეგ მობილური ტელეფონი მოსთხოვეს, რაზეც ბიჭმა უარი განუცხადა და სწორედ ამის შემდეგ დაესხნენ თავს. მას ე.წ. კასტეტი სახეში ჩაარტყეს და მალევე გაუჩინარდნენ.

15 წლის ბიჭს 5 ნაკერი დაადეს, მისი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არ არის, თუმცა, პოლიცია ინციდენტის გამოძიებას ცდილობს, რადგან დამნაშავეები, სავარაუდოდ, უკვე სხვა მსხვერპლს ეძებენ.

onalem

ტესტ