fbpx
საზოგადოება

კვლავ წვიმიანი დღეები საბერძნეთში – ამინდი კვირიდან შეიცვლება!

როგორც მეტეოროლოგი იანის კალიანოსი იტყობინება, საბერძნეთს კვლავ გადაუღებელი წვიმები ელის. ამინდი კვირა დღიდან შეიცვლება და რამდენიმე დღე გასტანს.

კერძოდ, კვირას, შუადღიდან ამინდის გაუარესება დასავლეთ საბერძნეთიდან დაიწყება, რასაც მოჰყვება წვიმა და ძლიერი ქარი. ნელნელა ფენომენი ცენტრალურ საბერძნეთში გავრცელდება და იქნება პერიოდული წვიმები.

კვირას არ იწვიმებს მხოლოდ ეგეოსის ზღვის კუნძულებზე.

ტემპერატურა საგრძნობლად დაეცემა და მოსალოდნელია, რომ საბერძნეთში აფრიკის მტვერს გადმოიტანს ქარი, რომლის ძალაც 7-8 ბალი იქნება.

ტემპერატურის მაქსიმალური მაჩვენებელი 20 გრადუსი დაფიქსირდება.

სინოპტიკოსის თქმით, მზის გამონათებები იქნება, თუმცა, მხოლოდ მცირე ხნით, პერიოდული წვიმა კი მთელი კვირის მანძილზე გასტანს.

onalem

ტესტ