fbpx
პოლიტიკა

კვირიკაშვილი: საქართველო მზადაა, აშშ-ის საყრდენი და სანდო პარტნიორი იყოს

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო მზადაა, დერეფნის, სატრანსპორტო და ენერგეტიკული ცენტრის როლი შეასრულოს და ამერიკის შეერთებული შტატების საყრდენი და სანდო პარტნიორი იყოს.

მთავრობის მეთაურმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ფორუმზე, მისასალმებელ სიტყვაში ინსტიტუციური გამჭვირვალობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების გზაზე ქვეყნის მიღწევებზე ისაუბრა.

„ჩვენს რეგიონს სჭირდება საქართველო, როგორც ეკონომიკური ცენტრი. ჩვენ ერთმანეთთან ჰარმონიაში მოგვყავს ჩენი ინფრასტრუქტურა და ნორმატიული ბაზა, რათა ვიქცეთ შავი ზღვის სანაპიროს სამხრეთ ნაწილში ისეთ ადგილად, სადაც ჩქეფს ბიზნესი, სადაც ერთმანეთს ხვდება სავაჭრო და ენერგეტიკული მარშრუტები და სადაც ღირებულებათა ჯაჭვები ერთმანეთთანაა შერწყმული. საქართველო არა მხოლოდ მზადაა, შეასრულოს დერეფნისა და სატრანსპორტო და ენერგეტიკული ცენტრის როლი ჩვენს რთულ რეგიონში, არამედ მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი იყოს აშშ-ის საყრდენი, სანდო პარტნიორი და ჩვენი საერთო პოლიტიკური, სავაჭრო და უსაფრთხოების ინტერესების ერთგული დამცველი. გარდა უსაფრთხოების სფეროში მზარდი თანამშრომლობისა, ჩვენ კიდევ უფრო უნდა განვამტკიცოთ ეკონომიკური კავშირები ჩვენს ქვეყნებს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენ გავაგრძელებთ მშენებლობას ჩვენი ახლო პოლიტიკური ურთიერთობების მტკიცე საფუძველზე, ძალიან მალე ამერიკასთან ორმხრივმა ვაჭრობამ შეიძლება მილიარდ დოლარსაც გადააჭარბოს”, – განაცხადა პრემიერმა.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ორგანიზებით, თბილისში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 25 წლის იუბილის აღსანიშნავი ფორუმი „ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე“ იმართება.

ფორუმი აშშ–ს ელჩმა იან კელიმ გახსნა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩები – რიჩარდ მაილსი, კენეტ იალოვიცი და უილიამ კორტნი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

onalem

ტესტ