fbpx
კატეგორიის გარეშე

კვიპროსი თამთას დაბადების დღეს ულოცავს – ბედნიერი 38!

გუშინ, 10 იანვარს, თამთას 38 წელი შეუსრულდა… ეს ამბავი, ცხადია, კვიპროსული მედიის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.

თამთა 1981 წლის 10 იანვარს, თბილისში დაიბადა. საბერძნეთმა ის პირველად მუსიკალურ კონკურსში, “Super Idol”, მონაწილეობით გაიცნო, სადაც მეორე ადგილი დაიკავა. ამავე წელს კონკურსის გამარჯვებულთან ერთად ჩაწერა სიმღერა “Είσαι το άλλο μου μισό”.

2007 უნიჭიერესმა მომღერალმა ევროვიზიაზე საბერძნეთი სიმღერით “With Love” წარადგინა, ხოლო 2015 წელს მისი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, რადგან კანდიდატურის წარდგენა დროულად ვერ მოახერხა.

ახლა კი 2019 წელს კვიპროსის ჯერია, “Replay” არის სიმღერა, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებენ და თამთასგან კუნძულოვანი სახელმწიფო პირველ ადგილს ელის.

თამთა ასევე არის ჟიურის ერთ-ერთი წევრი საქართველოსა და საბერძნეთში და რა თქმა უნდა, საუკეთესო გემოვნების მქონე ქალი, რომელმაც პრესტიჟულ ბრენდ Attrattivo-სთან ერთად საკუთარი ტანსაცმლის ხაზიც კი გამოუშვა.

onalem

ტესტ