fbpx
საზოგადოება

კუნძულ ლესვოსზე უზარმაზარი კლდე ჩამოინგრა: ქვეშ მოყოლილია სახლები და მანქანები

კუნძულ ლესვოსის მოსახლეობამ კოშმარული ღამე გადაიტანა. უეცრად ჩამოიშალა უზარმაზარი მასის კლდე და ქვეშ მოიყოლა სახლები, სხვადასხვა შენობები და მანქანები. ადამიანებმა თავს გაქცევით უშველეს.

ლოდები დაეცა საცხოვრებელ სახლებს და გამოწვეულია სერიოზული მატერიალური ზარალი. საბედნიეროდ, მოსახლეობამ სწრაფი რეაგირება მოახერხა და სახლები დატოვა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ამ წუთებში პლომარის მერი ადგილზე იმყოფება და ინჟინრებთან ერთად სიტუაციას სწავლობს.

ექსპერტები შიშობენ, რომ არსებობს რისკი ამ ყველაფრის განმეორებისა.

 

onalem

ტესტ