fbpx
სტილი

კრიტიკის ტალღა: ლეფთერის ფანტაზის ქალიშვილის თამამი ფოტოები

კონი (კონსტანტინა) მეტაქსა შესაძლოა ბევრი მკითხველისთვის უცხო სახელი იყოს. თუმცა ბერძნულ შოუ ბიზნესში კონი გაცილებით ცნობილი პერსონაა. პირველად მან შეარულა არაჩვეულებრივი როლები ფილმებში, მაგრამ ის მხოლოდ მსახიობი არ არის. მან ბედი სამოდელო, სატელევიზიო და სამომღერლო სფეროშიც სცადა. აღსანიშნავია, რომ მამამისი, არც მეტი არც ნაკლები, ლეფთერის ფანტაზისია.

ცოტა ხნის წინ ცნობილმა მომღერალმა საკუთარ ქალიშვილს დაბადების დღე ემოციებით მიულოცა და აღნიშნა, თუ რა სწრაფად იზრდებიან ბავშვები. 26 წლის კონის, რომელმაც თეატრალური სასწავლებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამთავრა, თითქმის არაფერი აქვს ისეთი, რაც ლეფთერის მოგვაგონებს.

მაგალითად, მისი გასული წლის ფოტოებმა საზოგადოება და ყველა ბერძნული ჟურნალი შოკში ჩააგდო. კონის, როგორც მომღერალს, დებიუტი ჰქონდა.

როგორც უკვე ვთქვით, ის უკვე გაიზარდა და მადონას იმიჯის მორგებაც სცადა. მისი თქმით, არსებობს მრავალი გზა, რომლითაც სურს საკუთარი თავი გამოხატოს, ამიტომ არ ერიდება შიშველი და ნახევრად შიშველი ფოტოების.

რა თქმა უნდა, მისი ფოტოსესიები ბერძნულმა მედიამ სწრაფად აიტაცა და გაავრცელა. ბევრი მორალისტი აცხადებს, რომ კონიმ საკუთარი მამა შეარცხვინა. თავად კონის აზრით კი, მისი ფოტოები უბრალოდ ხელოვნებაა.

onalem

ტესტ