კრეტა: პოლიციამ საბერძნეთის, გერმანიისა და იტალიის მოქალაქეები დაცულ ტერიტორიაზე დაბანაკებისთვის დააკავა
საბერძნეთის პოლიციამ კრეტაზე, ქალაქ რეთიმნოს პრეფექტურაში, რამდენიმე ბერძენი, გერმანელი და იტალიელი დააკავა, რომლებიც ერთ-ერთ დაცულ ტერიტორიაზე უკანონოდ იყვნენ დაბანაკებულნი.
მასშტაბური ოპერაციის შედეგად დააკავეს 11 ბერძენი (24-დან 54 წლამდე) და 4 უცხოელი, გერმანიისა და იტალიის მოქალაქეები, (36-დან 42 წლამდე).
ბანაკის უკანონოდ გაშენების გარდა, დამატებითი სასჯელი ელის 54 წლის ბერძენს, რომელიც ამ ტერიტორიაზე გარკვეული რაოდენობის ჰაშიშს (ერთგვარი ნარკოტიკული საშუალება) ზრდიდა. მცენარის სიმაღლე დაახლოებით 2 მეტრი იყო.
ხელისუფლება აცხადებს, რომ კონტროლი მთელი კრეტას მასშტაბით განხორციელდება. ვინაიდან, ქვეყნისთვის და კუნძულისთვის დაცული ტერიტორიები მნიშვნელოვანი საგანძურია. ასეთი ადგილები კი ამ სახის საქმიანობისთვის შესაძლოა ბევრი ადამიანისთვის იყოს მიმზიდველი.