fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: 59 წლის მამაკაცი ბულგრელი ქალის მკვლელობისთვის დააკავეს

38 წლის ბულგარელი ტონია ზოევას მკვლელობის ბრალდებით, რომელიც 11 მაისს გაუჩინარდა, 59 წლის მამაკაცი დააკვეს.

პოლიციის რამდენიმეთვიანი გამოძიების შედეგად ნაპოვნი მტკიცებულებების საფუძველზე, ეჭვმიტანილი მამაკაცის დაპატიმრების ორდერი რეთიმნოს გამომძიებელმა გასცა.

მისი დაკავების მიზნით, სპეცოპერაცია რეთიმნოს უსაფრთხოების დეპარტამენტმა ჩაატარა, დანაშაულის პრევენციისა და აღკვეთის ჯგუფის დახმარებით.

ისტორია:

38 წლის ტონია 11 მაისს, პარასკევ საღამოს გაუჩინარდა. ეს ამბავი პოლიციას მისმა სირიელმა პარტნიორმა შეატყობონა.

როგორც ეს სატელევიზიო შოუში ითქვა, ტონია (რომელსაც ერთი გოგონა ჰყავდა) თავის მეგობართან ერთად საცურაოდ წავიდა. იქ, შეხვდა ერთ ბერძენს, რომელმაც ქალი თავის სახლში მიიპატიჟა. მიწვევაზე დათანხმდა, ხოლო მისი მეგობარი უკან დაბრუნდა.

ეს უკანასკნელი  2 დღის შემდეგ, ეცადა დაკავშირებოდა ტონიას, თუმცა უშედეგოდ. იგი შეშფოთდა და არც თუ ისე უსაფუძვლოდ. ამ შიშს აძლიერებდა ისიც, რომ ტონიას ქალიშვილმა, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფებოდა, დარეკა და დედა მოიკითხა. გოგონას ახლო ურთიერთობა ჰქონდა მშობელთან და ყოველდღე ესაუბრებოდა მას ტელეფონზე; ახლა კი ძალიან ნერვიულობდა, რადგან ვერ უკავშირდებოდა მას, ტონიას ორივე ტელეფონი გამორთული ჰქონდა.

onalem

ტესტ