fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

კოზანი: მამაკაცი ეროვნული ბანკის შენობაში შეიჭრა და სრულიად გაშიშვლდა

უცნაური ინციდენტი კოზანში ეროვნული ბანკის (“Εθνικής Τράπεζας”) ერთ-ერთ ფილიალში მოხდა.

kozanilife.g-ის ინფორმაციით, დღეს, 22 დეკემბერს, დილის საათებში 32 წლის მამაკაცი ბანკის შენობაში შეიჭრა და ტანსაცმელი გაიხადა.

ის სრულიად შიშველი დადიოდა უამრავი ადამიანის თვალწინ და ყვიროდა. შიგნით მყოფი ბანკის თანამშრომლები და კლიენტები დაბნეულობამ და შიშმა შეიპყრო.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რის გამო მოიქცა 32 წლის მამაკაცი ასე. ადგილზე პოლიცია გამოცხადდა და ის კოზანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ