fbpx
კრიმინალი

კორფუ: ბერძნებმა სასტუმროებიდან 10, 000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, დაკავებულია ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი. მათ მიერ მოპარული ძვირფასეულობის ღირებულება 10,000 ევროს აღწევს, გარდა ამისა, წაიღეს ნაღდი ფულიც.

ისინი ძარცვავდნენ სახლებს, გაქირავებულ კოტეჯებს და განსაკუთრებით, მიზანში ამოღებული ჰქონდათ სასტუმროები.

დაკავებულები საბერძნეთის მოქალაქეები არიან და მათი ასაკია 22, 21 და 26 წელი.

ისინი კომენოს ტერიტორიაზე დააკავეს, საიდანაც 600 ევრო წაიღეს. ორი სახლის ძარცვისას წაიღეს 845 ევრო.

დასიაში ოთხმა ბერძენმა სასტუმროს კომპლექსის გაძარცვაც სცადა, თუმცა, არ გამოუვიდათ.

ორი 22 წლის ბერძენი პროკურატურაში გადაიყვანეს. ბრალს წაუყენებენ მათ 21 და 26 წლის თანამზრახველებსაც.

onalem

ტესტ