fbpx
პოზიტივი

კეფალონია: სამხედრო ვერტმფრენის ეკიპაჟმა პოლონელი ტურისტი სიკვდილისგან იხსნა (ვიდეო)

ვიდეოზე აღწერილია, თუ როგორ ეხმარება სამხედრო ვერტმფრენის ეკიპაჟი პოლონელ ტურისტს. კუნძულ კეფალონიაზე 45 წლის ტურისტმა შუა საუკუნეების ციხესიმაგრის ბილიკების მონახულება გადაწყვიტა, თუმცა, მალევე მიხვდა, რომ ციცაბო კლდეების ხაფანგში გაება.

მამაკაცს ჰქოდნა ტელეფონი, რომლითაც სიგნალი გააგზავნა, რომ დახმარება სჭირდებოდა. თუმცა, არცერთ სამსახურს მისი დახმარება არ შეეძლო, რადგან კლდეები თითქმის აბსოლუტურად მიუვალია.

საბოლოოდ, საბერძნეთის სამხედრო ვერტმფრენის ეკიპაჟმა მამაკაცი გადაარჩინა. მას არანაირი დაზიანებები არ აღენიშნებოდა, თუმცა, საავადმყოფოში პრევენციული მიზეზით გადაიყვანეს.

onalem

ტესტ