fbpx
საბერძნეთი

კალიანოს: ” საბერძნეთში 40 გრადუსიანი სიცხე ბრუნდება”

ცნობილი მეტეოროლოგისა და სინოპტიკოსის იანის კალიანოსის ცნობით, საბერძნეთში სიცხის ახალი ტალღაა მოსალოდნელი.

ტემპერატურა კვირას მოიმატებს და აღმოსავლეთ და სამხრეთ საბერძნეთში შესაძლოა 40 გრადუსსაც მიაღწიოს. ასე გაგრძელდება ორშაბათს და სამშაბათსაც.

კალიანოსი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას, რომ სეზონისთვის აღნიშნული ტემპერატურა მაღალია, მაგრამ არა უპრეცენდენტო.

შაბათს საბერძნეთის ძირითად ტერიტორიაზე 36 გრადუსი დაფიქსირდება, რაც გვფიქრებინებს, რომ ზაფხული დაბრუნდა.

კვირას ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს. სტერეას, თრაკსა და პელოპონესის აღმოსავლეთით ჰაერი 38 გრადუსამდე გათბება. უქმეებზე შეგიძლიათ კვლავ ესტუმროთ სანაპიროებს. ( არ იგულისხმება ატიკის ჩრდილო-დასავლეთი, დაბინძურების გამო).

ორშაბათი სიცხის ახალი ტალღის ყველაზე რთული დღე იქნება. ცენტრალურ მაკედონიაში, თესალიაში, აღმოსავლეთ სტერეასა და პელოპონესში ტემპერატურა 38-39 გრადუსს მიაღწევს.

საბერძნეთის ზოგიერთ ნაწილში, სავარაუდოა, რომ დაფიქსირდება 40 გრადუსი, თუმცა ამ ადგილებში მეტეოროლოგიური სადგური არ არის. გამომდინარე აქედან, დაზუსტებული ინფორმაცია ტერიტორიაზე არ ვრცელდება, თუმცა, ადამიანები აუცილებლად იგრძნობენ სიცხის სიძლიერეს.

სამშაბათი ტემპერატურა ნელნელა დაეცემა. სამხრეთ და აღმოსავლეთ საბერძნეთში სითბო შენარჩუნდება, თუმცა დასავლეთით და ჩრდილოეთით დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. ოთხშაბათიდან კი, ეგეოსის კუნძულებსა და კრეტაზე კვლავ ზაფხულის შეგრძნება იქნება, თუმცა დანარჩენ საბერძნეთში სიცხის ტალღა ამ დროისთვის მთლიანად ჩაივლის.

onalem

ტესტ