fbpx
პოზიტივისაზოგადოება

კაცი, რომელიც დასახლებაში ოჯახებს კონვერტებით თანხებს ურიგებს!

ჯერ კიდევ ვერავინ ამოხსნა ფენომენი, რომელმაც უამრავი ოჯახი გააბედნიერა, თუმცა, პარალელურად მათთვის არ არსებობს ადამიანი, რომელსაც მადლობას გადაუხდიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ამბავი თურქეთში ხდება, სადაც ერთ-ერთ დასახლებაში მცხოვრები ხალხი კონცერტებით ათასობით ლირას იღებს, თუმცა, ის ვინც, მათზე ზრუნავს, ჩრდილში დგას და სიკეთის კეთებისთვის ქებას არ ითხოვს.

მოსახლეობა გაოგნებულია, სავარაუდოდ, ბიზნესმენის საქმიანობით, რომელიც დასახლებას ეხმარება, მაგრამ ვინაობას არ ამხელს:

“ჩემი არსებობის 40 წლის მანძილზე მსგავსი არაფერი მინახავს. ის უნდა იყოს მაგალითი სხვა ბიზნესმენებისთვისაც. მინიმუმ 20-მა ოჯახმა მიიღო თანხა, თუმცა, ეს მხოლოდ ის არის, რაც მე ვიცი. რაოდენობა გაცილებით მეტია.”

“არ ვიცით ვინ არის ის, მაგრამ გვინდა მადლობა ვუთხრათ. მან ოჯახებში სიხარული შემოიტანა. ხალხს სჭირდება ბევრი მისნაირი ადამიანი.”

უცნობი რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფის საშუალებით ურიგებს ხალხს თანხებს, რომლებიც ასევე დასაქმებულები ჰყავს.

 

onalem

ტესტ