fbpx
საზოგადოებაფინანსები

Jumbo-ს მფლობელმა, აპოსტოლოს ვაკაკისმა, კოლონაკში 3 მილიონ ევროდ კორპუსი შეიძინა

Jumbo-ს მფლობელმა, აპოსტოლოს ვაკაკისმა, კოლონაკში მდებარე ფეშენებელური კორპუსი მთლიანად შეისყიდა. მისი ფასი 3.000.000 ევროა. ეს არის ექვსსართულიანი შენობა იფსილანტუსა და გენადიუს ქუჩების კვეთაზე, კოლონაკში.

შენობა 50-იანი წლების არქიტექტურულ სტილშია აშენებული და როგორც გაზეთი იტყობინება, ვაკაკისმა მასში 3 მილიონი ევრო გადაიხადა.

კორპუსი ცნობილმა მილიარდერმა თურქი ფერიდ საჰენკისგან შეიძინა, რომელიც თავდაპირველად აპირებდა ის სასტუმროს გახსნის პერპსექტივით გაეყიდა.

ამ დრომდე უცნობია, რას აპირებს ვაკაკისი. გასხსნის სასტუმროს, თუ მდიდრულ კორპუსს საკუთარი შვილების საცხოვრებლად აქცევს.

onalem

ტესტ