fbpx
საზოგადოება

ჯილდო უსინათლო ბერძენ ბიჭს, რომელმაც მხედველობა 8 წლის ასაკში დაკარგა

მუსიკა 26 წლის დიმიტრის ფეიმოღლუსთვის ყოველთვის დიდი სიყვარული და ოცნება იყო, მიუხედავად იმისა, შეეძლო თუ არა მას სამყაროს დანახვა. ის დღეს მაკედონიის ხელოვნებისა და მეცნიერების დეპარტამენტისგან საპატიო ჯილდოს ფლობს. დიმიტრი სერესიდან არის და უკვე 18 წელია, რაც ვერაფერს ხედავს.

“პირველად მხოლოდ ვცდილობდი ტრადიციული მუსიკა შემეცნო. ახლა მე ვიოლინოზე ვუკრავ, ვწერ მუსიკას და ტექსტებს. მინდა ამაზე ვიმუშაო. ამასთანავე, ჩემს ოჯახში ყველას მუსიკასთან აქვს შეხება, სულ 7 ძმა ვართ. მე გავაგრძელებ ამ გზას და არასოდეს დავნებდები.

მხედველობა, გლაუკომას გამო, 8 წლის ასაკში დავკარგე. მუსიკა კი ყოველთვის იყო ის, რაც მე მიყვარდა და რასთანაც მინდოდა საქმე მქონოდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა დავინახავდი, თუ არა.”

დიმიტრიმ მიიღო ჯილდო “ბრწყინვალება 2019”-ის სახელით.

 

onalem

ტესტ