fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

”ჯოჯოხეთი აკროპოლზე” – ასე შეაფასეს გიდებმა დღევანდელი დღე

ათასობით უცხოელი მნახველი დღეს ათენის არქეოლოგიურ ღირშესანიშნაობებთან მისვლისას, დახურულ კარს მიღმა აღმოჩნდა. ხუთშაბათს, დილით, აკროპოლის, ისევე როგორც სხვა ტურისტული ადგილების შესასვლელი დაკეტილი იყო, ვინაიდან დაცვამ მუშაობა შეწყვიტა.

სამუშაო გრაფიკში სამსაათიანი წყვეტის გამო ტურისტები იძულებული გახდნენ გრძელ რიგში ჩამდგარიყვნენ.

უხეში გათვლებით, დაახლოებით 4,000 ტურისტი სამოგზაურო გემებიდან და კიდევ 1,000, ორგანიზებული ჯგუფებიდან, აკროპოლის წინ სამი საათი იდგა და ელოდა, კარი როდის გაიღებოდა.

ხოლო, როდესაც, როგორც იქნა, კარი გააღეს, ისინი ჭყლეტაში აღმოჩნდნენ და ერთმანეთს ხელსაც კი ჰკრავდნენ, შიგნით შესასვლელად.


ტურის გიდი დღევანდელ სიტუაციას, რომელიც აკროპოლზე შეიქმნა, ნამდვილ ჯოჯოხეთს უწოდებდა. ”მე წლების მანძილზე ვმუშაობ ამ სფეროში და ასეთი საშინელი სიტუაცია ჯერ არსად  და არასდროს მინახავს.” ამბობს ის.

onalem

ტესტ