fbpx
ემიგრაციული სიახლეები

იტალიის პოლიციამ საქართველოს მოქალაქე ყალბი დოკუმენტის ფლობისთვის დააკავა

პიროვნების მონაცემების გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ტურინის სასამართლომ გ.ი.-ს დაკავების განკარგულება ჯერ კიდევ აგვისტოში გასცა, მას ბრალად ქურდობა ედება.

იტალიელმა სამართალდამცავებმა ფალსიფიცირებული დოკუმენტების ფლობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

როგორც იტალიური მასმედია წერს, საფრანგეთის საზღვარზე მდებარე ქალაქ ვენტიმიგლიას პოლიციამ 38 წლის გ.ი —ს საბუთები ტურინი-მადრიდის ავტობუსით მგზავრობისას შეუმოწმა.

მამაკაცს ლიტვური პასპორტი და მართვის მოწმობა აღმოაჩნდა. ყალბი დოკუმენტების არსებობის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც პოლიციამ პასპორტი სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენებით შეამოწმა.

პიროვნების მონაცემების გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ტურინის სასამართლომ გ.ი.-ს დაკავების განკარგულება ჯერ კიდევ აგვისტოში გასცა.

მას ბრალად ქურდობა ედება. პოლიციამ მამაკაცი დააკავა და ამჟამად ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.

onalem

ტესტ