fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ისრაელში მყოფი არალეგალი ქართველები 30 ოქტომბრამდე უკან დაბრუნების შემთხვევაში ისრაელში ხელმეორედ შესვლას ერთ წელში შეძლებენ

ისრაელში არალეგალად მყოფი საქართველოს ის მოქალაქეები, ვინც 30 ოქტომბრამდე ნებაყოფლობით დაბრუნდება საქართველოში, ისრაელში ხელმეორედ შესვლას 10 წლის ნაცვლად ერთ წელში შეძლებენ.
ამის შესახებ, საქართველოს კონსულმა ისრაელში ალექსანდრე ჯიშკარიანმა განაცხადა.

“უკვე სამი თვეა მოქმედებს და 30 ოქტომბრამდე ძალაშია სპეციალური ერთობლივი ინიციატივა, რომელიც ისრაელის ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, ნებაყოფლობით, ღირსეულად, ყოველგვარი დაკავებისა და სადეპორტაციო ცენტრებში დროის დაყოვნების გარეშე დაბრუნდნენ საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ მათ ვინც ამ ინიციატივით დაბრუნდება, ისრაელში ხელმეორედ შემსვლაზე ათი წლის ნაცვლად, მხოლოდ ერთწლიანი შეზღუდვა დაუწესდებათ“, – აღნიშნა ჯიშკარიანმა.

მისივე ინფორმაციით, დღესდღეობით ისრაელის ტერიტორიაზე არალეგალურად საქართველოს 5 000-დან 6 000-მდე მოქალაქე იმყოფება.

onalem

ტესტ