fbpx
კატეგორიის გარეშე

ირანში ჩამოვარდნილ სამგზავრო თვითმფრინავზე მყოფი 66-ვე ადამიანი დაიღუპა

სამგზავრო ლაინერი, რომელიც თეირანიდან ირანის ქალაქში მიფრინავდა, ირანის ცენტრალურ პროვინცია ისფაჰანში ჩამოვარდა. ლაინერი ირანული ავიაკომპანია Aseman Airlines-ის თვითმფრინავებს შორის სიდიდით მესამეა. აფრენიდან 50 წუთის შემდეგ იგი რადარებიდან გაუჩინარდა.

ავიაკომპანია Aseman Airlines-მა დაადასტურა, რომ მისმა თვითმფრინავმა პროვინცია ისფაჰანიდან სამხრეთით კატასტროფა განიცადა. შემთხვევის ადგილზე გაგზავნილია ვერტმფრენები და მაშველები.

Press TV-სა და სააგენტო Tansim-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თვითმფრინავის ბორტზე 66 ადამიანი იმყოფებოდა – 60 მგზავრი, 4 ბორტგამცილებელი და 2 პილოტი. მგზავრებს შორის ერთი ბავშვი იყო. ისინი ყველანი დაიღუპნენ.

ადგილობრივი გუბერნატორის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანხმად, ვერტმფრენი ვერ ახერხებს კატასტროფის ადგილთან მიახლოებას, რადგან ძლიერი ნისლი და წვიმაა. ცუდი ამინდი აგრეთვე ართულებს სამაშველო-სამძებრო ოპერაციას.