fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: შეიარაღებული “ბებია”, რომელიც ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დაიჭირეს

ნარკოტიკებთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლების სამიზნეში მოხვდა ხანდაზმული ქალბატონი, როგორც ჰაშიშის გადატანაში ეჭვმიტანილი. მეტიც, მის სახლში აღმოაჩინეს მოპარული ნივთები და გამოსაყენებლად გამზადებული იარაღი.

თანამშრომლების გასაკვირად, 65 წლის ქალის სახლის ჩხრეკის შედეგად, მათ ამოიღეს 440 გრამი ნედლეული კანაფი, ნარკოტიკული აბები, რომლებსაც არ ჰქონდათ საჭირო რეცეპტი. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, სახლში აღმოჩნდა 2 დანა და იარაღი, ტყვიებით, რომელიც ბალისტიკური ექსპერტიზისათვის გადაიგზავნა.

პოლიციის განცხადებით, სახლში იყო 3 კომპიუტერი და ერთი პლანშეტი, რომელიც, როგორც ჩანს, ქალმა ნარკოტიკის გაყიდვის სანაცვლოდ მიიღო და დასადგენია ფაქტი, მოპარულია ეს ნივთები თუ არა. 65 წლის ქალბატონი დააკავეს და ირაკლიოს პროკურატურას გადასცეს. მას ბრალად ედება ნარკოტიკული საშუალებების შენახვა-გასაღება და კანონსაწინააღმდეგო იარაღის უკანონო ფლობა.

onalem

ტესტ