fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ირაკლი ღლონტი: ემიგრანები რომ არა, საქართველოში შიმშილი და სიღარიბე უფრო დიდი იქნებოდა

“მიმაჩნია,რომ ხელისუფლებამ და საზოგადოებამ სწორად უნდა შევაფასოთ ჩვენი 1 700 000 -ზე მეტი ემიგრანტის შეუფასებელი ღვაწლი ქართული სახელმწიფოს მიმართ.

საზღვარგარეთ მყოფი შრომითი მიგრანტების კისერზე დგას მილიონზე მეტი ქართული ოჯახი და რომ არა მათი რუტინული და რისკებით სავსე შრომის შედეგად ათწლეულების მანძილზე განხორციელებული ფულადი გზავნილები, ჩვენს ქვეყანაში არსებითად მაღალი იქნებოდა სიღარიბის დონე, მათ შორის შიმშილით და ავადმყოფობით სიკვდილიანობის ისედაც კატასტროფული მაჩვენებელი. მსურს საჯაროდ მივმართოთ საქართველოს მთავრობას და ყველა უფლებამოსილ ინსტიტუციას, საპენსიო რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებულ იქნას ჩვენი ემიგრანტების როლი ქართული სახელმწიფოს და ეკონომიკის მიმართ და ნუ გამოვხატავთ უმადურობას.”