fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ინტელექსპრესსმა ახალი ფილიალი ლონდონში გახსნა

ლონდონში „ვესტფილდის“ სავაჭრო ცენტრთან, ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების  სისტემა „ინტელექსპრესის“ მეოთხე ფილიალი გაიხსნა

19 თებერვალს, ლონდონში პირველმა ქართულმა საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა „ინტელექსპრესმა“ მეოთხე ფილიალი გახსნა. ახალი ოფისი ლონდონის დასავლეთ ნაწილში შემდეგ მისამართზე მდებარეობს: 64 Uxbridge road, Shepherd`s bush, London, W12 8LP. ახალი ფილიალის დამატებით, ინტელექსპრესმა ლონდონის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილების მნიშვნელოვანი ტერიტორია მოიცვა. ამით კომპანიის სერვისი ბრიტანეთის დედაქალაქში, ქართველი და უცხოელი მომხმარებლისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა.

ფულადი გზავნილების ქართული სისტემა „ინტელექსპრესი“ დიდ ბრიტანეთში 2010 წლიდან საქმიანობს. კიდევ ერთი, მეოთხე ფილიალის დამატება ლონდონში, ახლად გახსნილ ევროპის უდიდეს Westfield-ის სავაჭრო ცენტრთან, კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ინტელექსპრესი“ დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში  აგრძელებს ფილიალების გახსნას და  ქსელის გაფართოვებას ბაზარზე არსებული მოთხოვნის საპასუხოდ და თავის მრაველეროვან მომხმარებელს  სთავაზობს მაღალი სტანდარტის მომსახურებას.

„ინტელექსპრესი“ პირველი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემაა, რომელიც ლიცენზირებულია ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, საქართველოში, უკრაინასა და სხვა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. იგი 2006 წელს საქართველოში დაარსდა და დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი როგორც საკუთარი ფილიალების (საქართველოში, დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და საბერძნეთში), ისე პარტნიორი ბანკებისა  და აგენტების  ქსელის მეშვეობით. დღეისათვის „ინტელექსპრესი“ წარმოადგენს სოლიდურ ფინანსურ დაწესებულებას, რომელიც თავის კლიენტებს სთავაზობს სხვადასხვა ფინანსურ მომსახურებას, მათ შორის  ფულადი გზავნილების განხორციელებას მსოფლიოს  100-მდე ქვეყანაში.